2008 წლის 14 ივნისს "პროკრედიტბანკის" რუსთავის ფილიალის ორგანიზებით გაიმართა საჭადრაკო ტურნირი, სადაც მონაწილეობა მიიღეს კერძო სკოლა "მილენიუმისა" და სკოლა "მზეკაბანის" მოსწავლეებმა. "მილენიუმელებმა": გიორგი თხელიძემ (I კლასი), გიორგი არევაძემ (II კლასი), იუზა ჩუბინიძემ ( IVკლასი) და ელენე მარგალიტაძემ ( IV კლასი) გამარჯვება მოიპოვეს.
2008 წელს რუსთავის კერძო სკოლების პირველობაზე პირველკლასელმა გიორგი თხელიძემ უმცროსი ასაკის 22 მონაწილეთა შორის III–V ადგილი გაინაწილა სხვა ორ ნორჩ მონაწილესთან ერთად.
2007 წელს რუსთავის კერძო სკოლების პირველობაზე უმცროს ასაკში მეორეკლასელმა გიორგი არევაძემ I–II ადგილები გაინაწილა და დაჯილდოვდა II ხარისხის დიპლომით.
2007 წელს რუსთავის კერძო სკოლების პირველობაზე ჩემპიონი გახდა IV კლასელი იუკო ჩუბინიძე და დაჯილდოვდა I ხარისხის დიპლომით.
2007 წელს იუკო ჩუბინიძემ მიიღო მონაწილეობა თბილისის ჭადრაკის სასახლეში გამართულ ოთხ საკვალიფიკაციო ტურნირში, სადაც ორჯერ III და ორჯერ II ადგილები დაიკავა, შესაბამისად მას ჯერ V, ხოლო შემდეგ IV თანრიგი მიენიჭა.
2006 წელს რუსთავის კერძო სკოლების პირველობაზე მესამეკლასელმა ნათია გელხვიძემ გოგონათა შორის საუკეთესო შედეგისათვის დაიმსახურა I ხარისხის დიპლომი.